კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 25 ნოემბერი 2024 08:16

 

 

 

კვლავ ბრწყინავს თქვენი სახელი

და გრგვინავს თქვენი ლექსი.

ეჰე, რა მაღლა ახველით,

ცათა ღაღადიც გესმით.

ლომის ბუხუნის მაგვარი,

თქვენი ბუხუნი მძლავრობს.

მუხის გულივით მაგარნო,

თქვენ ჩემი მიწის ძარღვნო.

თმებში კი მაინც დაყრილა,

თეთრად დაყრილა ბროლი,

დრონი წასულან, აყრილან,

ვაი, წასულან დრონი.

დროსაც სიმღერით წამლობენ

და აჩოქებენ მგონი.

დრონი წავლენ და წამოვლენ,

რას დაგვაკლებენ დრონი!


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - ნოდარ ნარსია  • • •  ნოდარ ნარსიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ