კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 00:41

 

 

 

ჩემო დაიკო, ვერ გაგახარე,

ვერ მოგალხინე ჟღურტულა ჩიტი...

აღარ გათავდა ის ჩემი ხვალე,

ვეღარ გიყიდე საკაბე ჩითის.


დღეში ასჯერაც გახსნებ ბარემ

და შენი ნახვაც მომწყურდა ძლიერ …

ვნაღვლობ : არ გახსოვს ჯერ კიდევ რამე,

გამოგზავნილი შენი ძმის მიერ.


ფარვანასავით სტრიქონს ვადნები, -

და რა ვქნა,

თუკი ვცხოვრობ ღარიბად …

ალბათ ის ჩემი

დღე დაბადების,

ბედმა შეცდომით დაათარიღა!


ლექსმა ქართულმა გამიყოლია, -

რითმებს გულგრილად ვეღარ ჩავუვლი …

შენზე ძვირფასი არვინ მყოლია

და მაპატიე დანაშაული.


თუმცა ჯერ კიდევ ვერ გაგახარე ,

ვერ მოგალხინე ჟღურტულა ჩიტი...

მოვა ერთხელაც ის ჩემი ხვალე;

შენ რომ საკაბე გიყიდო ჩითის.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - ნოდარ ნარსია  • • •  ნოდარ ნარსიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ