სამოცი წელი... სამოცი წელი, მაგრამ ისევე ნაღველით მწველი. მაგრამ ისევე ყაყანი ბაზრის ისმის ხმაური... ავსებენ კათხებს... რაღაცა წმინდამ დაკარგა აზრი, შუაღამემდე ღიაა კაფე. წამოვიჭრები უეცრად ზეზე, ბილიკზე უნდა ავხვეტო თოვლი... ჩემი ბავშვობის სურვილებს ვეძებ, ოდეს ხომ ვიყავ იმ ბიჭის ტოლი. გამქრალან დღენი, თვეები წლები, იმ დროის ფრთებიც თავისით გაქრნენ... შმაგობენ ჩემი დაღლილი ძვლები, - მძიმე ყოფილა დაშვება თავქვე. უნდა მედარდნა და კიდეც ვდარდობ, თუმცაღა ზოგჯერ ნაღველი მშველის... მოლოცვისათვის, მადლობა, ვარდო, კურთხეულ იყოს მოლოცვა შენი. უნდა მეცოცხლა და ვგავარ ცოცხალს; რაღაცას უცდის მტერიც და მოძმეც!.. მძიმე წუთებში მშველოდა ლოცვა, და ბედისწერის წამები ვლოცე. უნდა მენაღვლა და კიდეც ვნაღვლობ, მეც მადევს ჩემი მსუბუქი ცოდვა... ტკივილო! ჩემო ერთგულო ძაღლო, ცოტა ხანს უნდა მაცადო ცოტა, ყველაფრისათვის მჭირდება ბიძგი, თორემ დღეები დასასრულს ოხრავს... ვარდო! მოსვლისთვის მადლობას გიძღვნი, აღარც შენ შეგრჩა ის მიხვრა მოხვრა. მახსოვს მწვანეში ჩაფლული ეზო, ამ მოგონებას სათუთად ვუვლი... ვტირი და ვტირი, არც უმიზეზოდ ამიტომ უფრო ჩამკვდარა გული, იღება კარი შენთვის და ფართოდ, რაღაცის გამო იბნევა ბარდა... არ მითხრა ახლა ჩვენ ორნი ვართო, სხვა არავინო, ჩვენ ორის გარდა. როგორც წიწილა დააფრთხოს ქორმა, ისე ვწრიალებ როდესაც მოთოვს... არ შემიძლია იმგვარად ქროლვა გვერდში მიდგეხარ! ნურაფერს მომთხოვ.
როცა მეწვია წელი სამოცი … ვერ დავახვედრე სამეფო ტახტი და რომ ეკუთვნის ისე ვერ დავხვდი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |