მეფის პორტრეტზე მღილი დაცოცავს, მღილს მომცრო მღილი სურათებს უღებს. მსხვილი - მეფეა, მიტომაც მომცრო ელაქუცება, ულოკავს წუღებს. კოხტად დოინჯი შემოიყარეთ. უჰ, როგორ ჰგავხართ, დაუშვით ხელი, მეორე - თავზე შემოიხარეთ. მის ულვაშს სჩაგრავს თქვენი ულვაში! მე რომ ეს ფოტო არ გადამეღო, მეყოლებოდა თავი კრულვაში. გულმა ძალუმად დამიწყო ძგერა! ბევრად ბასრი ჩანს თვალები თქვენი, როცა აქვეა ამ მეფის მზერა. კადრში იქნება ღიმილი ორი. და, რა თქმა უნდა, თქვენი სჯობია, მეფევ ღიმილშიც არა გყავთ სწორი...” შთაგონებული სულების წვაში... მამის პორტრეტი მოჰნატრებოდა და შემოვიდა დარბაზში ვაჟი. მზერა, ღიმილი, ნაოჭი, ღილი... უმზერს დიდ მეფეს... და უცებ ჰხედავს: პორტრეტზე ორი დაცოცავს მღილი. საგულდაგულოდ რვაჯერ გაკეცა... ...და მოსთქვამს მღილთა მემატიანე: - ”ეჰ, ჩვენი მეფე ბედმა ჩაკეცა!” ზედ დაასრისა პორტრეტს მღილები: მათი მღილური ვითომაზრები, ვითომპოზები, ვითომღილები... მღილი დარჩება ისევე მღილად, ბოლოს და ბოლოს გაზეთი ძველი თავში მოხვდება საკადრის წილად! არცა რუსთველი, არცა ილია, ისედაც ცხადი არის რადგანაც: მეფე მეფეა, მღილი მღილია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |