კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 30 აპრილი 2025 01:22

 

 

 

მე სუყველა მიმატოვებს,

ძველი პალტოს გარდა,

მიმატოვებს უდიერად,

ზედ სიბერის კართან,

როცა კაცი უძლურია,

რომ იბრძოლოს ქართან,

ყელს საყელო უფარავდეს

ფეხებს პალტოს კალთა.

მე სუყველა მიმატოვებს,

ძველი პალტოს გარდა,

წინა პირის ნაქონია,

რაც ეტყობა ცხადად,

ისე სუფთა ნახმარია,

წაშლილი აქვს ვადა,

სჩანს, მქონეს უფრო უყვარდა

ტანსაცმელი - სადა.

ეს კი ისე ფერადია,

გეგონება ფარდა,

გსურდეს, გაშლილს დაიფარებ

საბანსზემოთ ნაბდად,

გსურდეს - შემოგეგრაგნება

სუდარად და კვართად.

ლაღადაც იმიტომა ვარ,

საიქიოს კართან,

რომ სუყველა მიმატოვებს,

ჩემი პალტოს გარდა.

მე სუყველა მიმატოვებს,

ჩემი ცხვირის გარდა,

ტუჩებს ჩამომეფარება

დასასრულის ფარდა,

ცინგლი ჩამომეკიდება,

სხვისი რომე მზარდა.

მე სუყველა მიმატოვებს,

ჩემი ცხვირის გარდა,

რაც რომ აქამდე მივლია,

მუდამ გვერდით მყავდა,

ვიმტვრეოდი, - იმტვრეოდა,

თუ რომ ვსვამდი - სვამდა,

და, მესამეც, კარგი არის,

ასე რომ გასამდა:

- ჰაერს იმითი ვკვეთავდი

არწივის ნისკარტა!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ბესიკ ხარანაული  • • •   ბესიკ ხარანაულის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ