მე მომაგონდა ფიქრი როდენის, როცა თქვენ გნახეთ, თიკო, პირველად. ო, თქვენს თვალებში მარად ლოდინის ჩანს მწუხარება გასაკვირველად. მარმარის მსგავსად პირმოცინარე, თავზე გასხიათ თეთრი ტყემლები და მიგაქანებთ ჩქარი მდინარე. ტანალეწილი მეძებრებია, თქვენი ზრახვები განაწამები გამოუთქმელი ობლად კვდებიან. მარადი ლტოლვა ვის არ დაღლიდა! როგორც მიმოზა, სდუმს საყვედური და იცქირებით მეტ სიმაღლიდან. და ჩვენზე უფრო ხართ ბედნიერი? და თუ გადმოგცათ ფაუსტის ღამემ თავისი ჯადო, თავის იერი? რომ ვარსკვლავებზე დაიჭრათ ხელი. უკან ბრუნდებით ცრემლმორეული და გადატყდება ქვითინში ყელი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |