კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 05:08

 

 

 

ახლა მე ვფიქრობ

სასაფლაოზე,

მთაზე რომ მოჩანს

ირმის ჯოგივით,

ახლა მე ვფიქრობ

შენზე, რადგანაც

გაცივებულა

ჩემი ლოგინი.

თუმც კვლავ ეტყობა

შენი ნაწოლი,

ვით ნაგუბარში

აშრება წყალი,

მაგრამ მე მინდა

შენი სხეული

და გეძებ

ორი ტანჯული თვალით.

ამიტომ წავალ,

და სასაფლაო

დაფრთხება, როგორც

ირმების ჯოგი,

და მე გიპოვი

და კვლავ გავათბობ,

ჩემს მიტოვებულ

და ობოლ ლოგინს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ბესიკ ხარანაული  • • •   ბესიკ ხარანაულის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ