კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 04:50

 

 

 

ლექსები გულის მარაოა,

რომლითაც ცეცხლს ვინელებთ და

დარდებს გადვიყრით.

მათ გამოჩენას

თან მოჰყვება

მკრთალი ნიავი

და ჩვენს დახუთულ

სულს ფურცლებად შეაშრიალებს.

მაგრამ ცეცხლს რამე გაგვინელებს,

როცა ზურგს უკან

ცხელი სუნთქვა გესმის ცხოვრების?

რა შეუძლიათ ლექსებს?

მათი სუსტი ფრთების იმედით

მივაღწევთ განა გაღმა ნაპირს

რათა იმედით

შემოვსხდეძთ ტოტზე

და განსაცდელით გამოვუხედოთ.

სულის შებერვით,

ჭრილობაზე ნაზი ამბორით

რას გვიშველიან,

ტკივილისგან როდესაც ვკივით!

რა შეუძლიათ ლექსებს?

აბა, ხანჯლებად ვინ ჩაბღუჯა

ისინი ხელში

და ან ფარებად ვინ მოიხმარა!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ბესიკ ხარანაული  • • •   ბესიკ ხარანაულის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ