ვის რა ვუთხრა? ვის შევჩივლო? ანდა ვის რა დავუბარო? შენა ხარ და შენც იცინი უდარდელად, ალუბალო!.. გარეშემო სახლობს უცხო, აქ დამპყრობელს ჟინი თურმე დრომ აქამდე ვერ დაუცხრო. ანგელოსს და ანგელოსებს, ქვას და კრამიტს აცლის საყდარს და იშენებს იმით ბოსელს. ვის შევჩივლო? ანდა ვის რა დავუბარო? მე ცრემლები როცა მახრჩობს, შენ იცინი, ალუბალო!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |