კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 22:53

 

 

 

რამდენს ასწრებს დღე, დღეზე

გადაკერებული,

საამოა ავდარი -

გადაკარებული.

ქალი უფრო გაგიჟებს

მიუკარებელი;

ვერ მიუდგეს ეშმაკი

და ვერც მარებელი.

ახლო იყავ მზესთან, ახლა

ხარ დაშორებული,

გაშრა სისხლი, გეშრიტება

მზერა ქორებული.

ურჩმა თვითონ აირჩიე

გზა სიზმარეული...

სამარეშიც უნდა ჩაგყვეს,

ჟინი მორეული.

მისდევს ფიქრი ქარის ქრიალს,

ტოტი ექანება...

გიყვარს მარტო დარჩენა და

გაკიდეგანება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ