სულ სხვა სხივი და სუსხვა, სალოცავები სულ სხვა, სულ სხვა ავქარის ქშინვა, მზე გარეთა და შინა, არსაით, ეზოს ბჟოლა, წვიმის წვეთების ჟრჟოლა, ნაპირს ავსებულს ღორღით სულ სხვა მდინარე ლოღნის. სულ სხვა ჩიტები ქსუი მიქსაქსულ-მოქსაქსული, ფიქრი დამჭკნარი კოკრად, ირგვლივ ჭინკების როკვა... სულ სხვა ხმები და სუსხვა სალოცავები სულ სხვა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მედეა კახიძის პოეზია |