კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:20

 

 

 

გზის ანგელოზი მმტრობს,

მიძვირებს ფუძის ნახვას,

რა ვუქო ვაზის ნასხლავს

ბზის გადანაწვენ ტოტს.

ავზნე ასკილის კოკორს,

ენადატკბილულ თუთას,

გვალვაში მზე რომ ფეთქავს

სიმინდს ულვაშებ-კოკობს,

რა ვუყო ხევს და ხრამს,

ზოგჯერ წყნარს, ხანაც მწყრომს,

წიწამურსა და წრომს.

რა ვუყო გულის ხმას!

ზე ამაღლებულ ცას,

ცად ალაღებულ მზეს,

რა ვუყო მამის ზვრებს

რა ვუყო რიცას, ფცას!

ჩრდილებს მიწაზე გაკრულს

ბოჩოლას კანწინ ბმულს,

რა ვუყო, დედის საკურთხს

რა ვუყო, ამ ჩემს გულს!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ