კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:25

 

 

 

სველ მატიტელებზე მოვრბივარ,

გავთელე გვირილა ნაწვიმი,

მე დამარცხებული გნოლი ვარ,

შენ - გამარჯვებული არწივი.


გეძახის უძირო ოცნება,

შენს წინ მსურს მუხლებზე დავეშვა,

კერპი ხარ, მოვსულვარ მლოცველად

და გულში ვიხუტებ კაეშანს.


ვფართხალებ ეჭვების ფაცერში,

ჩემს უმწეობაზე ვბრაზდები,

გზას გულისფანცქალით გავცქერი

და არც მსურს ვიწამო სხვა გზები...


მოდიხარ ცხენდაცხენ ნავარდით,

არ გინდა გახედვა არსაით,

მსურს ტოროლასავით ავვარდე

და შენს გულს შევაწყდე ცასავით.


გულამოვარდნილი მორბიხარ,

გათელე გზაწვრილი ნაწვიმი...

მე - გამარჯვებული გნოლი ვარ,

შენ - შენ დამარცხებული არწივი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ