კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:38

 

 

 

შენს წითელ კაბას... ბალაგანის ჯვრის გარდამოხსნას,

შენს ტუბერკულოზს და სინაზით ავად გამხდარ ხმას!

ძველი სონეტის მხოლოდ დარჩა... ერთი ტერცინა.

შაითან ბაზრის დაიხურა ყველა დუქანი.

ამოდის მთვარე - თავისმკვლელთა ლეშით მსუქანი.

ვანქის ტაძარში „Sabachtan” - ით შენ გაგეცინა.

მუხრანის ხიდზე დასახრჩობად კიდევ დავდგებით,

საქართველოში ცხოვრობდა ხომ - თვითმკვლელობაა.

ამიტომ გვიყვარს საქართველო ჩვენ თავდადებით,

ამიტომ მოგვწოვს და შეგვიდნობს ჩვენ ეს ობობა.

ძველი ორდენი თავისმკვლელთა: ილო, ზენონი.

ჩვენი ორდენი პოეტების შხამის ყანწებით.

თავისმკვლელობის თავზე დაგვფრენს იგივ დემონი:

მე ვხედავ იმ მორგს, მოწამლული, სადაც დავწვებით.

ღმერთს, პოეზიას, შენს სიყვარულს მე დავაფიცე:

წამებულებზე ლოცულობდეს ტანიტ ტაბიძე!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ