მე არ ჩამოგთვლით თქვენ სათითაოდ. იკმარეთ მხოლოდ ეს სათაური. დე, ისტორიამ მერე იდაოს - ასტყდეს კალმების აურზაური. აღმინთეთ სულის ალმაცერობა. მაგრამ ვერ ვპოვე: ლეილა, გრეთხენ, უცხოა თქვენთვის მგოსნის სერობა. გრეთხენ სინაზის უცოდველობა! რითმამ სტრიქონში დაინჩო თავი - ვეღარ შეიძლო თქვენი მცველობა. და მოგახალოთ ერთ დღეს უარი! მოსაწყენია სჯა მშვენიერთა, საწოლი. ვნება. ექსესუარი. თქვენც გაგათხოვებთ, თქვენც ქმრებს გაჰყვებით, ერთში ვერ ვნახე ყველა ღირსება და მინდა ნაკლი შევავსო სხვებით. ვინ გადმომიგდებს ხელთათმანს მძაფრად! არ დავეძებდი თქვენში ხარისხებს, ვანაწილებდი გრძნობას თანაბრად. „ათასერთ ღამეს“ ვფურცლავდი, ვშლიდი. ახ, რად არ გახდით ერთეულ კონად, ახ, რად არა ვარ გარუნ-რაშიდი?! გეთაკილებათ ცოლობა მგოსნის. თუმც სათითაოდ ირიგებთ სიმებს და ტუჩს ნატუჩარს სუყველა ჰკოცნის. ჩემს წიგნს ამშვენებს ჩუქურთმა ბევრი. მაგრამ რაც იყო... მორჩა! წავიდა! ღვინის ჭაშნიკმა გაბზარა ქვევრი. ვით მარგალიტი ქვებში გდებული მაგრამ მე მაინც ვითვლები ქვრივად, მე: ჩემს ტალანტზე შეყვარებული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |