კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:47

 

 

 

მზემ პირბადე გადაიძრო, გაუცინა ღრუბელს მტირალს, -

ჰგავდა ქალწულს ოქროსთმიანს, ლურჯ სარკმლიდან გამომზირალს.

ღრუბელს ცეცხლი წაუკიდა, ფრთა შეასხა ალისფერი

თმაჟუჟუნა თეთრ წვიმაში ამოავლო სხივის წვერი

და აჰკინძა ცეცხლის ძაფით ლექსი ცაზე დასაწერი.

ღრუბელს მკერდზე დაეკიდა შვიდფერ მელნით აღბეჭდილი

მზის სონეტი შუქმრავალი - შვიდ სტრიქონად დაწერილი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ