სხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ მშვენიერება ცბიერი. და ჩემის ჩანგის საგანი: პატარა ბუზი… ფუტკარი, იობის ჭიათაგანი. ბზუილავ, მოუსვენარო, უსამართლობით დევნილო, სამართლიანად მკბენარო!.. მიტომ ხარ მოუსვენარი… და ვინც ხელს გიშლის შრომის დროს, - მხოლოდ იმისი მკბენარი. განა დაეძებს სიმართლეს? ბნელს შენი სანთლით ინათებს და ბნელს ჰფენს შენსა სინათლეს. მშრომელის უმადურია… ოღონდ კი დასტკბეს, რას დასდევს, თუ სიტკბო სადაურია?! არ უსმენ ქვეყნის ჭორებსა, ერთი უგნური რომ შეთხზავს და ასი იმეორებსა. არც იშლი დროზე კბენასა, ქვეყანას თაფლუჭს უმზადებ და სანთელს უნთებ ზენასა… ემბლემაცა ხარ შრომისა, - შენათხზი სიყვარულისა და წმინდა გულისწყრომისა. იობის მატლო მცირეო! ჩანგი გთხოვს, მგოსნის სიტყვები მსხვერპლივით შეიწირეო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |