შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა გაუგონარი, მღვრიე დაწვითა, შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა და ამხანაგის გულში გაცივდა. როგორ კაწრავდნენ მიწას თითები და გაზაფხულის შორი აჩრდილი როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით. რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო! რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი ბავშვი უსახლო და უდედმამო! და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს... სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის, თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |