კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:28

 

 

 

თოვლის ფიფქებმა საგულდაგულოდ

გზებზე დაფინეს თეთრი ქაღალდი.

ახლა სიზმარსაც აღარ ვნახულობ,

თორემ სიზმარში მაინც გნახავდი.


შენ მარტოობა დაგიდარაჯდა,

სიმკრთალე შენი თოვლსაც აოცებს,

შავი ფიქრებით თეთრ ფანჯარასთან

დგები და სულში ითვლი ნაოჭებს.


ვერ გაგიბედავს დაშვება ფარდის

(თვალებს კი მაინც სიცოცხლე უნდათ)

ეს თოვლი შენი სულიდან ბარდნის,

თუ შეწყდა, შენი შეწყდება სუნთქვა.


წმინდა ოცნება გამიპარტახე,

თავად რას იმკი, გულნატყვიარო?!

ჩვენ ვისხდეთ სახლში, ამ თეთრ ფარდაგზე

ანგელოსებმა უნდა იარონ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვახტანგ ღლონტი  • • •   ვახტანგ ღლონტის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ