დღეს კიდევ ერთი წელიწადი დავასამარე!.. გადაიფურცლა კალენდარი და იგი ახლა საფლავის ქვას ჰგავს, რომ აღნიშნავს ჩემს მაგიდაზე განსვენებული წელიწადის დამარხვის ადგილს. ამ „საფლავის ქვას“ არ ამშვენებს ეპიტაფია: „ჩყწ წელსა“ ან „შენდობა მითხარი, მგზავრო!“ მას აწერია ხელგაკრულად: სად, როდის, რატომ, რაც მთავარია, ვისთან ერთად... ჰო, ვისთან ერთად დროის მოკვლისთვის უნდა ვაგო ახლა პასუხი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |