ეკვრები ალუბლის რტოს, დაგყურებს ლაჟვარდი ცის, ყვავილთა ფიფქები თოვს, წვიმა კი ნელ-ნელა ცრის. ჟამთასვლის აჩნია შრე ისე, ვით შენს გულის ტოლს, შორს სადღაც საეჭვოდ ჟღერს... ო, მთელი გულით გთხოვ, ერიდეთ ავდრიან დარს, ერიდეთ წვიმას და თოვლს ალუბლის რტომ და შენ. იებით მოგირთავ ტმებს. ვბარბაცებ... მოვდივარ ძლივს, მეც მათრობს ასეთი თვე. ელვაო, აქედან შორს, გრიგალო, აქედან შორს. თქვენ გესმით? აქ ვდგავარ მე... ამ მიწას, ბალანებს, ველს, ეს ორნი მატებენ შნოს. მივიდე?.. რა ვუთხრა ხეს? კანკალებს ალუბლის რტო, გული ხომ არა მაქვს ქვის? იქროლოს, თუ სადმე ჰქრის, იჟღეროს თუ სადმე ჟღერს... თქვენ ჰეი, შიში გაქვთ რის?! ალუბლის რტოსა და შენ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ნარსიას პოეზია |