ტრამვაის ხაზთან იდგა გოგონა, ყელამართული და სხივმოსილი. მე გაზაფხულის სუნთქვა მეგონა, რა გოგო იყო ის დალოცვილი! მელანდებოდა შორი ქორწილი მისთვის მინდოდა ცა და ქვეყანა, რა გოგო იყო... ის დალოცვილი. ერთი მოხედვა მაინც ინება … და მერე, ისე უცებ წავიდა, როგორც მდინარე მიედინება. თითქოს ქალაქი გახდა ტრამალი, მივაცილებდი წყლიან თვალებით და მაფრთხილებდა ზარი ტრამვაის. მასზე ფიქრებს კი ვერ ვიშორებდი... გამომაფხიზლა ვიღაც ნაცნობმა და დამახვია ქვეყნის ჭორები. არც არაფერი აღარ მეწადა... რა გოგო იყო ის დალოცვილი, რა უცნაურად გამომეცხადა. და ჩახჩახებდა როგორც ქორწილი. მისთვის მინდოდა ცა და ქვეყანა, რა გოგო იყო ის დალოცვილი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ნარსიას პოეზია |