შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს, ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს, ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს და ეხლა მძინარეს. შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს - ჩემს თვალებს, შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროტად დადაღულს. მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს, მე ველი სასწაულს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |