მე დავემალე გუშინ მეგობარს (ზარმა აიკლო სახლი მთვლემარე) ალბათ სირცხვილად დიდხანს მეყოფა , გუშინ მეგობარს რომ დავემალე. სიყვარულისთვის ჩემთან მოსული, ამრევი, მსმელი და უწინარეს ბავშვი, რაინდი და მარტოსული. იდგა და იდგა... ღლიდა ლოდინი. მე კი ქურდივით სუნთქვა შეკრული კარს აქეთ ვიდექ, როგორც ცოდვილი. უკან გაბრუნდა ღმერთების ელჩი... ის მიდიოდა მხრებმოძუძგული და შამპანურის ბოთლებით ხელში. ვერ გადაწონის ცოდვა ურიცხვი, მე დავემალე გუშინ მეგობარს ერთი ჭირიან ლექსის გულისთვის. ემალებიან როგორც მევალეს, და სანანებლად ისიც მეყოფა გუშინ მეგობარს რომ დავემალე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |