კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 14:00

 

 

 

სიმართლე ვისთვის მახვილია,

ვისთვის ფარია.

და თუ  სიმართლე ნიღაბია -

შესაზარია.

მომწონს ის ბიჭი,

ასეთ მახვილის ვინც კისერს უწვდის,

ვინც ფარად ხმარობს, არც ის ბიჭი არ არის სუსტი.

სიმართლეს ბრძენნიც მსახურებენ, არლეკინებიც,

მასაც ღმერთივით თაყვანს სცემენ, ან აგინებენ.

ისიც ღმერთივით არსად არის

და მაინც არის:

რწმენა,

ნიღაბი,

მახვილი,

ფარი!

(სიმართლის საქმე, როგორც ხედავთ, ღმერთივითაა!)

სიმართლის  დიდი წიგნს, ბიბლიურ წიგნს, როგორც ნათლობა,

რწმენა და მსხვერპლი შეშვენის ყდებად.

ქვეყნად ყოველი უსამართლობა

მაინც სიმართლის სახელით ხდება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ