წაეკიდება ოდეს ცეცხლი ტყეს, ლერწმოვანებს, - ზოგან გიზგიზებს, იფოფრება, ჭექით ხმოვანებს, ზოგან სულს ღაფავს, ძლივსღა ბჟუტავს, არი, არც არი… მისთვის უცხოა ნაღვერდალი, ღველფი, ნაცარი.
ცეცხლს აჩაღებენ ნეშომპალით, გამხმარი წივით. ცეცხლი ცეცხლია, ზოგან მცირე, ზოგან დიდია, საქმე ის არის, რას წვავს იგი, რას უკიდია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |