შენა ხარ ჩემი სიმღერის დედა მუზა გიწოდეს დიდმა მგოსნებმა. შენ, ქალავ, იშვი როგორც ლეგენდა და ძველი მითის გასხივოსნება. და ჩემს ფიქრებში თავზე გევლები. შენ დაიბადე, რომ დანენახა მშვენება უფლის საკვირველების. როცა მზის სხივი ღამემ შენისლა. შენ დაიბადე როგორც ნუგეში ამ ქვეყნად ჩემი გადარჩენისა. თავად მზის ტოლი, მზის ქალბატონი... შენ დაიბადე და მეყვსეულად ელვამ გაჰკვეთა ცის კაბადონი. ხამ, შენზე ფიქრში სანთლად ვდნებოდე, სიკვდილ-სიცოცხლე რა ბედენაა, ამ ქვეყნად რომ არ მეგულებოდე?! ვის ვუთხრა დარდი გულში ნადები? შენ ხარ ოცნება, ხარ სინამდვილე, შენ ხარ სიზმარი აუცხადები!.. მუზა გიწოდეს დიდმა მგოსნებმა. შენ, ქალავ, იშვი როგორც ლეგენდა და ძველი მითის გასხივოსნება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ წიკლაურის პოეზია |