კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:00

 

 

 

უდედო ნუკრივით იყავი მშიშარა,

ადგილს რომ დაეძებს სად დავიმალოო,

მე მახსოვს ნიავმა თმა რომ ჩაგიშალა

და მოგესათუთა პატარა ქალო.


გამყევი ნუ შიშობ, ასე ნუ კრთებიო -

და შენი თვალებიც რისხვისგან აენთო...

ნიავიც დატუქსე რას მეფერებიო,

შენნაირ ურცხვებთან რა მაქვსო საერთო.


ცა იყო კრიალა, მზე წითლად ღუოდა,

ყველაფერს ვისმენდი, ყველაფერს ვხედავდი

და მივხვდი რომ შენთან ნიავიც ტყუოდა,

მეც აბა სიყვარულს რას შემოგბედავდი.


ცხოვრების ამღვრეულ დინებას მივყვები,

გზა და გზა ხან მე და ხან გული ქანაობს,

არ ვიცი სად წავალ, სად გავირიყები,

მიხსენი, მიხსენი, მიხსენი ქალაო..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - თამაზ წიკლაური  • • •  თამაზ წიკლაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ