შენ გინახავს თოვლიანი თხემი მთისა? მთის ფერდობი, ყვავილებით დახატული. სახილველი გველოდება სამოთხისა, აპრილები გველოდება არხვატული.
ტახის წყალზე გმირთა ეპიტაფიები. საბეკურთან გრაალები ლუდიანი, შარაგზაზე არხვატული კაფიები.
წამოდი და მე გაჩვენებ, იმ ხეობის, იმ ადგილებს. წამოდი და შენი თვალით დაგანახებ, მითების და ლეგენდების სინამდვილეს.
მთის ფერდობი, ყვავილებით დახატული, სახილველი გველოდება სამოთხისა, აპრილები გველოდება არხვატული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ წიკლაურის პოეზია |