ბოლო დროს შინ ხარ, ერთ შავ-თეთრ სურათს, ხშირად უმიზნებ ერთგულ იარაღს, არადა, დრო რომ ყველაფერს კურნავს, სასაცილოა რა გულიანად... მინებზე თითით ნაწერ სახელებს... ისეა, როგორც მძინარე ცოდვა, გინდა, არ გინდა, თავს რომ გახსენებს. ხელახლა გადის თვალწინ ტიტრებად, კვლავ თავს იტყუებ ლექსების წერით, შიშველ ნერვების დასამშვიდებლად. უღონოდ გიდევს მკერდზე ხელები და ღამეების სიშავით დაღლილს არ გეშინია არგათენების. რომ ბედისწერას ხელს ვერ შეუშლი. ხშირად უცქერდი თვალებში სიკვდილს და მაინც გიდგას სული სხეულში. და მზის სხივებს რომ იხვევს ყულფებად. რომ დაეკარგა ცხოვრებას აზრი, შენ ვერ მიცემდი ამის უფლებას. და სამარამდეც თავად მიხვედი, რომ გექნებოდა იმედი მუდამ, შენ მაინც გქონდა ამის იმედი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ედუარდ უგულავას პოეზია |