აქვს უცნაური განცდა სიბერეს, მკერდზე მობჯენილ ცივი ლულების... ტანზე ჯირითით გადაგირბენენ მერნები, ფლოქვებდანალულები. ცდილობს საუბარს სული სხეულთან... ეს ტკივილია - მზის წითლად ჩასვლის და სევდა - ცერზე წამოწეულთა. და შეგიმჭვარტლავს დარდი სამშვინველს, მაგრამ თუ გიყვარს - ნუ გეშინია! თუმცა თუ გიყვარს - რა შეგაშინებს?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ედუარდ უგულავას პოეზია |