კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:20

 

 

 

მოდიხარ... მსგავსი გაშლილი მზისა,

როგორც შვლის ნუკრი უცხოდ შემკრთალი,

არამიწიერ სილამაზისა

ქალი კი არა მართლა ღმერთქალი.

მოხვალ, მოგყვება სუნთქვა მაისის,

ეგ სიკეკლუცე როგორ გავრითმო,

ქართველი ქალის სიდარბაისლის

ეტალონი ხარ სამაგალითო.

შენ მოხვალ გზად, თუ მზე მოაბიჯებს

და ქუჩა გტაცებს მზენასვამ თვალებს,

გვერდს რომ გაუვლი, ვაი, იმ ბიჭებს

შენი მშვენებით შემთვრალ-შემკრთალებს.

გვერდს რომ გაუვლი იმ ქალთაც, უი,

ვისაც გულს ახვევ შურის იარებს,

ღმერთი და რჯული სუყველა ტყუის,

ვინც შენ ქალთამზედ არ გაღიარებს.

სულ სხვა მნათობმა გამოაშუქა,

სხვა ფერთა გამა დაღვარა გზაზე,

მზისფერო ქალავ, ღმერთმა მაჩუქა

შენი მშვენება და სილამაზე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - თამაზ წიკლაური  • • •  თამაზ წიკლაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ