კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 20:45

 

 

 

მე ისევ შენსკენ ვიჩქარი...

ლექსს გინთებ ტრფობის კოცონთან,

შენ ხარ ოცნების ის ქალი,

ვინც მზედ მწამდა და მომწონდა.

გული დარდებმა წაიღო,

ლამის ჭკუიდან შემშალე,

ან ის შეხვედრა რა იყო

ვარდად რომ გადამეშალე?!

გახსოვს, დაგპირდი ლექსებით

ხელთუქმნელ ძეგლის აგებას?

შენს გზას თუ ვერ დავეხსნები,

მაინც მადლობა განგებას.

გნახე, სხვა ცეცხლით აღვენთე,

შენ თუ აქამდეც გულქვა ხარ,

ჩემსავით სხვა ვინ გაღმერთებს,

ჩემსავით სხვას ვის უყვარხარ.

ვარ შენი მზერით ნასეტყვი

დარდი რა ცრემლით ავწონო?!

უარს აუგად რას მეტყვი

თუ თავი ვერ მოგაწონო.

ლექსით მოგირთავ ბილიკებს,

რაც დღემდე ცრემლით დავქარგე,

მერე გინდა გამაქილიკე,

გადამაგდე და და დამკარგე.

მინატრებ დრო და დრო ისევ,

ჩემო მზეო და პირიმზე,

ჩემს ხმას შორით რომ მოისმენ

მთაში ირმების ყვირილზე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - თამაზ წიკლაური  • • •  თამაზ წიკლაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ