კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 14:29

 

 

 

ცა მიწას ურტყამს მსხვილ წვიმას, წყლით იფარება ნათესი,

ბელტი თევზივით დგაფუნებს წვიმის წვეთების ბადეში.

მინდა გავშიშვლდე წელზევით, მინდა თავსხმაში ვირბინო,

ავტეხო ჩქარი ხარხარი, ბანი მოგძახო, ცის პირო.

ეგებ ჯიშიან ხარხარზე სისხლი ჩაექცეს რქაწითელს,

ბროწეულს წასკდეს სიცილი და ხათრით წუთში დამწიფდეს.

გამიშვით, კარში გავვარდე, ჰაერი მეცოტავება,

მე ჩემი პიტნა მაყნოსეთ, სხვა არად მეპიტნავება.

უნდა გავვარდე ბოსტანში, უნდა ჩავუხტე ნარინჯებს,

დაე, რაც იყოს, ის იყოს, ცელქობა ფასად დამიჯდეს.

მიყვარხარ, ყანავ, ვერ ვძღები მე შენი სანახავითა,

გადავერევი სიმინდებს, სულ ლაწალუწით გავიტან,

არ დავისვენო ბოლოში - ისე გამოვყვე თავიდან.

ცა მიწას ურტყამს მსხვილ წვიმას, წყალში აცურდა ნათესი,

წელში გასწორდა ბალახი, ბელტებზე გადანაგლესი.

ჰაუ, მივყვები სიხარულს, სანამდის გული მიმიშვებს...

მომეცი, თეთრო აპრილო, შენი ფრთები და სიგიჟე...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ