ჭალაში აპრილს ირემივით ჩაუჩოქია… მოლაღურები დაგეძებენ, ბიჭო-გოგია. სატრფოს კაბაზე ამწყდარ ღილივით… შენ კი ჩვენებურ ხვილიფებში წოლა გერჩია. არ დაგფენია სამარეზე მამის წვერივით. ბიჭო, ის წვეთი დედის ცრემლი, სატრფოს ცრემლია. არ მოგიტანა სურნელება ქართულ მდელოთა? ბიჭო გოგია, შენი სული ხომ არ მოფრინდა? და რქებით მოაქვს გაზაფხული, ბიჭო-გოგია, მოდის ჭალებში სტვენა-სტვენით ბიჭი-გოგია… |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |