კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 14:26

 

 

 

თუ უსმელი ვარ ჩლუნგი ვარ,

ბლუ ვარ, ბენტერა ჭუკი ვარ

და გულზე მაწევს ლოდი,

დავლევ და დარდიმანდი ვარ,

ამირანივით დავდივარ

სიტყვაც თავისით მოდის.


ვპატიჟებ ჯიგარ ძმა-ბიჭებს,

პირზე ვკოცნი და ვპატიჟებ,

ვინც კი შემხვდება გზა-გზა.

დოსტებს ღვინოებს ვუგზავნი:

ზოგს თეთრი, ზოგს - მუკუზანი

და შამპანურიც ზოგ-ზოგს.


- მოდით სისხამზე ბიჭებო,

ძმაკაცის ჭერქვეშ ვიჭექოთ

მასთან მოვიკლათ ხოში!..

და ჰა სიმღერით, ბოთლებით,

კარს მივადგებით ლოთები

და წამოვუყრით ცოლ-შვილს.


წრიალებს დიასახლისი,

გამოგონილი ხალისით,

თითქოს იჭრება ხუთად

თან ვმღერით, თან ვსვამთ, თან ვმსჯელობთ,

აკვანში მწოლე ანგელოზს

თამბაქოს კვამლით ვხუთავთ.


მერე ქუჩებში ვყაყანებთ,

არ გვიჩერებენ მანქანებს

და სულს ვუგინებთ მძღოლებს

ამ ჩვენი "ლოცვა-კურთხევით"

თუ ვინმეს ძილი უფრთხება

სულ მაგას ვდარდობთ სწორედ.


დილაზე თავი მისკდება,

შელახული მაქვს ღირსება

ვკვდები, მიშრება ყრონტი

გასუსული ვარ ვიდრემდის,

მიტევს ცოლი და სიდედრი

შეერთებული ფრონტით.


ამ ღამის ნატრაბახალი,

დაფორთხავს როგორც ბახალა

გადმოვარდნილი ბუდით,

ახ მომცა ერთი ტარანი,

ხმელი ქვირითა ტარანი,

ცივი, ქაფქაფა ლუდი.


მიმტანიც „ვასიამოვნე“ -

ტკიცინა ასიანები

პირდაპირ შუბლში ვტკიცე.

მთლად დავულოშნე თავპირი,

ალბათ რას აღარ დავპირდი,

ვიღაც ჩუმპიან ბიძებს.


დღეს ჯიბეცარიელი ვარ,

ჩემივე თავის მტერი ვარ

მევალეც მადგას კარზე,

ისე ვარ ნაბახუსარი,

ვით გაროზგილი ჰუსარი,

რომ ელოდება კარცერს.


მალე ავიღებ ერთბაშად

ჰონორარსაც და ხელფასსაც

და შევუბერავ მალე,

- ძმავ სიგარეტი გექნება...

ერთი ასანთიც გექნება...

თან მომიკიდე ბარემ...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ