ალუბლების და ტყემლების თოვით, ულამაზესი დღეების გლოვით, ლელიანებში ირმის ბღავილით და მოფარფატე თეთრი ყვავილით.
და ანგელოზთა გალობას ვისმენ. ხეზე შერჩენილ უამრავ ბუდეს ციხე-ქალაქის დაქცეულ ზღუდეს.
კედლებზე ნაზად მიხატულ ფრესკებს, უთეთრეს ტაძრის ღუღუნა ზარებს, და ოქროს ჯაჭვით დაკიდულ მთვარეს.
საფლავს, რომელზეც იები ხარობს, გოგოს, რომელსაც ბიჭუნა ყვარობს. სამშობლოს ჩემსას, სიცოცხლის წყაროს.
ულამაზესი დღეების გლოვით, მე ვეფერები შენს ლამაზ მინდვრებს სანამ ვცოცხლობ და ვარსებობ ვიდრე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ჯემალ ჩახავას პოეზია |