კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 00:01

 

 

 

იქნებ, ძვირფასო, მარტოდ ხარ ისევ

და ყველა წუთი ფიქრებს უნდება.

ეს სიჭაბუკეც წამოვა ისე,

გრძნობებიც ისე გამიხუნდება...


საათი რეკავს და წუთებს სცელავს,

მოდის სიბერის ფრთის სიფარფატე

წლები დაიწყებს თანდათან ცვენას

და ხუჭუჭ თმებში ჩაჯდება მთვარე.


ჩვენც დაბერდებით... სიმშვიდე სრული

წავა და აღარ განმეორდება,

ჩვენც დავბერდებით, ო, მაგრამ გული,

გული არასდროს არ დაბერდება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ