კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 21:38

 

 

 

ჯერჯერობით თუმცა აქ ვარ,

მაგრამ ყოველ წამისად...

გაისამდე ვინ რა იცის...

ან რა მელის გაისად.

დაყოფილა დრო და ჟამი დეკემბრად თუ

მაისად,

შუადღედ თუ შუაღამედ, აისად და

დაისად...

სამოთხის თუ ჯოჯოხეთის მიმდგარი ვარ

კარისად -

გარდამხდელად ამა სოფლის სესხისად და

ვალისად.

მოჩანს კლდეზე სიზმრის შავი

ღიმი ედელვაისად,

წარმოსახვად მკვდრის მზისა და

მარადიულ ღამისად.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ