კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:21

 

 

 

მახვილის ცემით დააოსეს დიდი ცეზარი

მისი ცხოვრება ნათელია ჩვენთვის დღესავით,

დამარცხებული არ ყოფილა იგი აროდეს

მაგრამ ეგ ნიჭი ომებისა მხოლოდ კმაროდეს

არავის ახსოვს.


რომ ყოფილიყო იგი უფრო ცოტათი კაცი...

პატივდებული იქნებოდა ცხოვრებით, ღვაწლით,

არვინ იცოდა თუ რა ჰქონდა ბოლოს მიზანი,

ჰოდა გასწირეს მეგობრებმა თვით კეისარი.


რისთვის დამჭირდა ლექსში რომი, ხალხი, სენატი,

მე როცა ჩემი გამაჩნია საქმე ყელამდის,

რისთვის ვიგონებ ბოლო სცენას დიდ ცხოვრებიდან,

ასეულ წლების უკვე წაშლილ მახსოვრობიდან.


ჩვენს სიამაყეს დროზე უნდა რკინის ლაგამი

და დიდთა შორის მე უდიდესს ვიღებ მაგალითს.

დიდება ძალავ, ნებიერთა თავზე დამცემო,

ისტორიისკენ მიიხედეთ, ქონდრისკაცებო!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯემალ ჩახავა  • • •   ჯემალ ჩახავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ