კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:10

 

 

 

დილა გათენდა შინდისფერი მალთაყვის პირას,

აქ გავატარებ შვებულებას კიდევ ორ კვირას.

აქ ყველაფერი ლამაზია და სულს იტაცებს,

ცაში დაფრინავ, არ გგონია დგახარ მიწაზე.


აქ ახლომახლო იდგა ჩემი ცისფერი სახლი,

მყავდა მამალი და ბომბორა ბებერი ძაღლი.

ბედნიერება გამომტაცეს უცებ გიჟივით,

სხვაგან ვარ ახლა, ისე როგორც სიკვდილმისჯილი.


სხვაგან გაფრენა, ო, ვინ იცის რარიგ ძნელია,

აქ ყველაფერი ლამაზი და ახლობელია.

როგორ მიტაცებს შენი სითბო, შენი მირონი,

და ვერცხლისფერად მოკიაფე სანაპირონი.


აქ ჯადოსნური თილისმით და წვენით ვინთები,

მსურს ზღვის ფსკერიდან ამოვყარო ძველი მითები.

კვლავ ავამღერო შავი ღვინო ბაბუს მარანში,

და მერე ჩუმად დავიმარხო ამ ჩემს ქალაქში.


მსურს ყველაფერი შემისრულო როგორც წესია,

ცრემლებიც მინდა, ყვავილებიც და პროცესიაც.

აქ განისვენებს მეგობარი ჩემი ასობით,

მეც მივემატო იმათ სუფრას ერთი ამფსონი.


გულზე დამადონ სულ უბრალო შავი ფიქალი,

ეს არის ჩემი დიდი ტანჯვა და საფიქრალი

დილა გათენდა შინდისფერი მალთაყვის პირას,

აქ გავატარებ შვებულებას კიდევ ორ კვირას.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯემალ ჩახავა  • • •   ჯემალ ჩახავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ