გუშინ ღამით დამებადა უცნაური იდეა, - ლექსში მინდა გავაცოცხლო ჯიმი, გიგლა, მინდია, ირაკლი და ჯამბულა... მეგობრებზე რა ხანია არაფერი არ თქმულა. დავფათურობ ბავშვივით, ღმერთმა აღარ მოგვიშალოს ჩვენი ძმური კავშირი. თავანკარა კახური, გენაცვალოთ ჩემი თავი, მე ვარ თქვენი მსახური. თქვენი კარგი დღეებიც, და ჩემს ირგვლივ დგახართ ახლა ისე, როგორც დევები. წლები ნასათუთები, თუ ხანდახან ყველა ერთად ბავშვობაში ვბრუნდებით. ოქრო ბიჭი ფოთელი, და გზა მივცეთ ალალ ცრემლებს, ალალ ცრემლებს მოდენილს. ახსოვს ამ ჩემს თაობას, ძმებო, ბევრი თქვენთაგანი ბავშვობაში დაობლდა. ჩვენს ოცნებებს ახდენილს, სულ ცოტაც და, ძმანო ჩემნო, ბაბუებიც გავხდებით. ერთმანეთზე ფიქრები, ვერა ძალა ვერ წაგვახდენს, სანამ ერთად ვიქნებით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ჯემალ ჩახავას პოეზია |