კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 06:10

 

 

 

ჩემს ფანჯარასთან ფეთქდებიან

წვეთები წვიმის,

ო, როგორ მინდა ძველ ჩონგურზე

შერხევა სიმის,

რომ გავიხსენო მოღუღუნე

ჰანგები ლაზთა,

რომ დამეუფლოს უნაზესი და

ჩუმი განცდა,

რომ დამიბრუნდეს წინაპრის ხმა ამო,

კეთილი,

საუკუნეთა უღრანებში გამოკვეთილი,

... ნუთუ ამისთვის წვიმა

უნდა ინატროს კაცმა!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯემალ ჩახავა  • • •   ჯემალ ჩახავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ