მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება, მარგალიტები, იაგუნდები…. არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება! არ დაბრუნდები?
სევდიანია ღამე მძინარი, ნუთუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სათუთ ცოლზე… არავინ არი…
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა? მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს, ჩემს დამწვარ სხეულს, შენ რომ გიყვარდა…
ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები… დაღლილი არის, სანატრელო დღეს ჩემი ტანი, ნუ გვიანდები…
დავფარე ღამე ბნელ ნაწნავებით… ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას თეთრი მკლავებით... |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |