შენ რომ სურათი მთხოვე, ო, მერი, და გითხარ: სურათს მოგართმევ მერე; ალბათ, გულში სთქვი: "მერე-მერეთი" ჩვენი ვერ წავა შორს იმერეთი. მართლაც, რაგვარად ამ სიტყვამ - "მერე" წაგვართვა იმერთ სიმშვენიერე. სად არს სოლომონ, ბეკინა, პეტრე, თქვენი სიმკვირცხლე, სიმხნე, სიმკვეთრე? და ამიტომაც მოგართმევ, მერი, სურათს ახლავე და არა მერე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |