კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 16:02

 

 

 

თეთრი პეპლებით სავსე ქუჩები,

და სიჩუმეში შრიალი რბილი,

ვერავინ სიკვდილს ვერ გადურჩებით,

ვერავის იხსნის მწარე სირბილი.


ჩემს გულში ჩარჩა, როგორც სიზმარი,

ის სიყვარული, რომ მკლავდა წინათ

უსინათლო და მდუმარე არის

ჩემი ძაღლური, სოველი ბინა.


და სიკვდილამდე ვიქნები მარად

მე ამ უკვდავი სიმღერის მეფე

თავს თეთრი ბაღი გადაეფარა,

და თეთრ ყვავილებს ზეცაში კრეფენ.


ერთი სურვილი იზრდება ნელა,

ერთი ოცნებით ფიქრი ამევსო:

მინდა, რომ ერთხელ, უკანასკნელად

ჩემს თავს ბებუთით მოვეალერსო -


რომ მოვჭრა ძირში თეთრი ზამბახი

არ ვიცი ვისგან ჩემში დარგული,

რომ დავიბრუნო სამოთხის ბაღი

ბავშვურ სიზმრებში გადაკარგული.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ