კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:23

 

 

 

ატარებ მუდამ ყავის ტანსაცმელს,

სიჩუმე გშველის ვით მატიანე

მოველი შენგან სასტიკ განსაცდელს,

მაშინებს ყოფნა ფიქრმეტიანი.


ხშირად დარდებიც არის ხანგრძლივად,

თვალთ დაცილება, მოკლე ბოდიში,

მაგრამ სურვილმა კიდეც დამძლია

მე, ცისფერების თეთრ მოლოდინში.


დღე შეიმოსა ნაქვრივალ ფერით,

სიტყვა გაექცა ღიმილის შოლტებს,

სახე პირბადით, როგორც ვამპირი,

უეცრად მინდა სიზმარს დაშორდეს.


ფიქრმა დამღალა უბოროტესმა,

ალერსით მოვალ ნაგულისხმევი,

და ცხელი სუნთქვით ვიცი როდისმე

მკაცრ სიყვარულში მე გავისხლები.


ყარამფილები დაჰფარავს სხეულს,

ბედნიერ კოცნას გავატანთ მზითევს,

შენ ჩამოიცლი ხსოვნას სხვისეულს

და სიხარული ჩვენ აგვაზვირთებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნინო თარიშვილი  • • •   ნინო თარიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ