ვერ გაექცევა დღე ბინდის სირცხვილს, ცა გაიხსნება, ვით სახარება, ვიცი შეტყობა ბედნიერ რიცხვის, გულში ნაფიქრის დასახელება.
ჩემს სურვილს, ნეტავ, ვინ დაიმონებს?.. მთვარე ამოვა ცისფერ ყავარჯნით, დაისხამს ღამე ფერმკრთალ ლიმონებს.
ვით წამწამებზე დამდნარი თოვლი და მე კი ერთი დარდი ჩამძირავს, როგორც ქვის სარკე ზღვაზე ნაპოვნი.
სხვის მონაცემი არ მინდა გული, ცხელ უდაბნოში გავყვები ვნებას შენი ფიქრისგან ალმოდებული. |
პოეზიის გვერდი • • • |