ყოველთვის ვკოცნი შენს ქართულ სახელს, უდარდელ ხელებს ვსინჯავ ლორნეტით, დღეს სულ სხვა ხმებმა დამატუსაღეს და აღარ მახსოვს რიცხვი თორმეტი.
ჩემს მუქ შეხედვას ბევრს დაუზოგავ, უცნაურება სახეს დამალავს, სისხლის ზოლები გაჩნდება ზოგან.
ცხელ მკლავებს უნდა მიწას გაეკრას, მე არ მეყოფა ერთი სიცოცხლე და არც გავყვები უმზეო ეკრანს.
ვერ შეაშინა სალომე ელდამ, და მეც არ მინდა თვალი დანაბო, რომ სინამდვილე გვიცდიდეს ყველგან.
მოგველოდება ღმერთი ეროსი, ტანზედ მეხვევა მდიდარი განცდა და სურნელება საქართველოსი. |
პოეზიის გვერდი • • • |