ირიბ წარბებით მოხაზულან ლურჯი თვალები, გრძნეულ ზმანებას მეგობრობენ თაფლისფერ ღამით, ცისფერ ლარნაკში ენთებიან მზის მაშხალები, გრძნობებს ათრობენ უპასუხო ტრფობის ფელგამით.
ჩუმი ნაღველი მოვაშორო ფერმკრთალ სიმძიმილს, ნუ შეატოკებ ოქროს წამწამს! გთხოვ გადარითმე, მსურს აზარფეშით დავეწაფო შენს მდიდარ ღიმილს.
ჩემი ოცნება, ჩემი გული ისე ჩუმია - ვით არაბეთის უარშიო გლოვის მითები, ვით სარკოფაგში დაღვენთილი სანთლის მუმია.
არ გამაჩნია თავსაფარი და ბინა არსად, ახ! ნეტავ, მქონდეს ნატვრის თვალი ან ავგაროზი, რომ მდიდარ ღიმილს გავყოლოდი მე შინაარსად. |
პოეზიის გვერდი • • • |